dzmebismarani1966

ჩვენ შესახებ

ძმების მარანი მცირე ოჯახური მეღვინეობაა ბოლნისიდან.2015 წლიდან,ძმებმა გურამმა და გიორგიმ გადავწყვიტეთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის აღდგენა ბოლნისში. ჩვენს ოჯახში ღვინის წარმოება პირადი  მოხმარებისათვის დაიწყო 1900 წლიდან ჩვენი დიდი პაპის მონდომებით,სოფელ რატევანში საკუთარი ვენახიდან მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ახლა ამ ვენახში ჩინური გვაქვს გაშენებული. ტექნოლოგია იყო ე.წ “შვაბური” მეთოდით მუხის ჩანებში ღვინის დაყენება.

ძმების მარანის წლიური წარმოება 8000 ბოთლია. ღვინოებს ვაწარმოებთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან,ესენია:რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, ასურეთული შავი, ჩინური, ექსპერიმენტული ღვინოები: ბოვი,  რატევანი და ასევე ჩვენი პირევლი ექსპერიმენტი იყო  პეტნატი “მარგალიტა” -ს წარმოება.

ჩვენი ღვინოები იყიდება როგორც ადგილობრივ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში,ასევე ავტრალიასა და ჩინეთში.